“ძალიან მინდა ხშირად შეახსენონ ხოლმე ხიდაშელს, რომ მას ხმა აქვს მიცემული… ახლა რომ შენების დროა და მაშინ რომ ანგრევდა” – მეგი გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მართლა არ მესმის მიდგომა მთავარ არხზე რატომ იწვევენ ამას , რატომ იწვევენ იმასო , რომ წერენ აღშფოთებულ სტატუსებსა თუ კომენტარებს . პოლიტიკური სპექტრი ესაა მეგობრებო :ნაციონალები, განქოცებულები და ქოცები. განქოცებული ქოცების ერთმა ნაწილმა რა საკვირველია საკუთარი მიქარული რომ რამენაირად გადაფაროს, თანაბრად უნდა ათრიოს ქოცებიცა და ნაცებიც , რაც პირადად ჩემთვის სრულიად გასაგებიცაა და ნათელია, რომ ან ხარ იქ, სადაც ყველა ერთიანდება ერთი გახრწნილი ბნელის წინააღმდეგ საქართველოსთვის , ან ხარ იქ, სადაც ყველა ერთის წინააღმდეგ არის გაერთიანებული რუსეთისთვის, ოღონდ ძალიან მინდა ხშირად შეახსენონ ხოლმე ხიდაშელს, რომ მას ხმა აქვს მიცემული ჩახალიანის გათავისუფლებაზე და გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას მასზედ, რომ მის გამო, სეპარატისტი ჩახალიანი პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებს, შეახსენეთ სკრილნიკოვისა და ჩატაევის გამოშვებაზე, ჩაპლიკინებზე და ზოგადად რუს ჯაშუშებზე , მის ქმარს კი ეს ყოვლად სამარცხვინო სხდომა მიჰყავდა , ახლა რომ შენების დროა და მაშინ რომ ანგრევდა და რუს ჯაშუშებს გარეთ უშვებდა…. აი იმ კინტო ელისაშვილზე რა უნდა ვთქვა, ერთი კახპას მიწერილ მესიჯს ვერ მოუარა და ქვეყანას რანაირად მოუვლის , თან იმდენად ხიხოა, რომ ბედავს ეს ცალფაზიანი არშემდგარი კაცი და ქვეყნის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებს და საერთოდაც არ ღირს ეს მატყუარა შესაფასებლად, მაგრამ მაინც მინდა ხშირად მიიწვიონ, რომ კარგად მიხვდეს ხალხი თუ რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, როცა პრეტენზია გამოთქვა ყოფილიყო ჩვენი ჯარის მთავარსარდალი….