“ძალიან ნერვიულობს და პატრონს ელოდება” – თამარ მეფის გამზირზე ძაღლი ხეზე მიბმული დატოვეს(ფოტო)

მოქალქე მანანა გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, თამარ მეფის გამზირზე ხეზე მიბმულია ძაღლი, რომელიც სავარაუდოდ მიატოვეს.
“ვერ მივხვდი დარჩათ თუ დატოვეს ეს პატარა. თამარის გამზირზე ასეა ხეზე მიბმული”ორ ნაბიჯთან”.
ძალიან ნერვიულობს და პატრონს ელოდება. გაავრცელეთ, გთხოვთ” – წერს მანანა გაჩეჩილაძე.