“ძველი დრო რომ იყოს ბახტაძეს ვეზირების თვალწინ მოჰკვეთავდნენ თავს უფლისწული ბერას ბრძანებით”

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ძველი დრო რომ იყოს, ამერიკიდან დაბრუნებულ, შუშის სასახლეში ჩოქვით შესულ და პატიების მთხოვნელ მამუკა ბახტაძეს ვეზირების თვალწინ მოჰკვეთავდნენ თავს უფლისწული ბერას ბრძანებით, ბატონბიძინასთვის ცუდი ამბის ჩამოტანისთვის… თავად განსაჯეთ:
“მხარს ვუჭერთ იმის უზრუნველყოფას, რომ ქართული დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს” ——- ანუ დღეს არ მოიცავს. შეგახსენებთ: ბოლო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც “თავისუფალი, მაგრამ უსამართლო”.
“განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის ვალდებულება უზრუნველყოს, რომ სამთავრობო უწყებები ემორჩილებოდნენ კანონს და ასრულებდნენ იმ დაპირებებს, რაც მათ მოქალაქეებს მისცეს.” ———– ამაზე კომენტარი ცოტა ძაან უხერხულიც კია, ბოდიში, ბატონო ბიძინა 🙁
“მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. პროექტი ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ.” ———– აქ უნდა შედიოდეს ცე დური მრავალჟამიერის მეორე ხმა