“ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ” – მეცნიერებათა აკადემია ბიძინა ივანიშვილს, როგორც მეცნიერს, დაბადების დღეს ულოცავს

მეცნიერებათა აკადემიის სახელით ივანიშვილს დაბადების დღეს აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე ულოცავენ.
“ძვირფასო ბატონო ბიძინა,
გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში.
თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.ქართველ მეცნიერთა სახელით
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე
ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი
აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე” – წერია მეცნიერებათა აკადემიის მილოცვაში.