“წაიკითხეთ და გაეცანით რა დონის პუტინის მონები გვყავს მთავრობაში და პოლიციაში!” – ნახეთ რა განცხადებაზე საუბრობს ანიტა რაჭველიშვილი

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
წაიკითხეთ და გაეცანით რა დონის პუტინის მონები გვყავს მთავრობაში და პოლიციაში!
პოლიციელებს მაინც როგორ არ გრცხვენიათ და ამ მოღალატეების დავალებებს როგორ ასრულებთ. გაყიდეთ თქვენც სულები და დაკარგეთ ნამუსი. თქვენს შვილებს რას ეტყვით მოღალატეებო!
საუბარია დათო ქაცარავას შემდეგ პოსტსზე:
როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი ატოცში არშეშვებასთან დაკავშირებით.
არანაირი ახსნა. უბრალოდ უარი.
ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით.
ამასთან ერთად მსურს შეგატყობინოთ ახალი ინფორმაცია ღამის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც მოგვაწოდეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.
დილის 01.00-02.00 შუალედში ადგილობრივებმა შენიშნეს ატოცის მინდვრებში, არაოკუპირებულ ნაწილში ოკუპანტების საცხენოსნო პატრული დაახლოებით ათეულის შემადგენლობით. მათივე გადმოცემით, იქვე იმყოფებოდა პოლიცია.
პოლიცია აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ატოცელები ღამის რეიდზე აქტიურად საუბრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გვბლოკავს და აღარ გვიშვებს ატოცში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვიყოთ ატოცელების გვერდით არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფიზიკურადაც.
მოგმართავთ თხოვნით, იყავით აქტიურები და მობილოზებულები.
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!