“წამების კადრები რომ აჩვენეს ბავშვებს, გახსოვთ, ხომ?… აი, ეგ არის ღარიბაშვილის ხელწერა”- ოთო კახიძე

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
წამების კადრები რომ აჩვენეს ბავშვებს, გახსოვთ, ხომ?
აი, სკოლებს რომ დაავალეს და მოყავდათ ორგანიზებულად მოსწავლეები, დიდ ეკრანზე რომ უჩვენებდნენ სისასტიკეს და მერე რომ გვიმტკიცებდნენ – განათლების მეთოდიკას უკავშირდებაო.
აი, ეგ არის ღარიბაშვილის ხელწერა.
გაუპატიურებით რომ ემუქრებოდა პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას, გახსოვთ ეგეც? მერე ოფისებს რომ არბევდნენ ერთმანეთის მიყოლებით, იარაღიდანაც რომ ესროდნენ – ასევე ღარიბაშვილის მითითებით.
წილებში რომ უხტებოდნენ ბიზნესმენებს მისი მთელი ნათესაობა, ბანალური კორუფცია და “ატკატები” რომ დააბრუნეს.
მთელ მსოფლიოს რომ უმტკიცებდა – ჩვენ დავალაგეთ რუსებთან ურთიერთობა, ოქროს შუალედი ვიპოვეთო. მცოცავი ოკუპაციის ფონზე, დასავლეთს რომ ამშვიდებდა, ყურადღების მიქცევის ნაცვლად.
ეკონომიკა ვის დროსაც დამუხრუჭდა და ლარი ვის ხელშიც ჩამოიქცა, სწორედ პრემიერი ღარიბაშვილია.
შეფისგან ორჯერ გამეორება რომ არ სჭირდება და უსიტყვო მორჩილება რომ შეუძლია – აი, ის კაცი დააბრუნა ივანიშვილმა ქოცების პოლიტიკურ მდივნად.
მოკლედ, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ბატონმაბიძინამ, ახლა კი ნამდვილად გამოასწორებს ვითარებას.