“წერტილი ვის დაესმება ამას ვნახავთ… ვინ არის წერტილოვანი პატარა კაცი და პატარა პოლიტიკოსი ამასაც ვნახავთ” – ლევან ბერძენიშვილი გახარიაზე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ლევან ბერძენიშვილი “მთავარ არხთან” საუბრისას პრემიერ გახარიას განცხადებებს აფასებს. ის შეეხო გახარიას შეცდომას, საქართველოს არგონავტების ქვეყნად მოხსენიების შესახებ და აუნათლებელი უწოდა მას.
ბერძენიშცილი ასევ აღნიშნავს, რომ “ქართუ ოცნებას” მალე წერტილი დაესმება.
“ძაან სასაცილო იყო ჩვენი პრემიერი რომ ავლენს აბსოლუტურ უვიცობას. სკოლაში რომ გადიან მასალას ის არ იცის თურმე.
ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ყველა დარგში ავლენს არაკომპეტენტურობას, უვიცობას, ოროსნობას.
ბოლოხანებში ძალიან თავდაჯერებულები არიან და წერტილებიც დაგვისვა იმ კაცმა, წერტილი ვის დაესმება ამას ჩვენ ვნახავთ. ვინ არის წერტილი, წერტილოვანი პატარა კაცი და პატარა პოლიტიკოსი ამასაც ვნახავთ. ეს პატარა წერტიტია და არსებობს კიდე დიდი წერტილი, ბიძინა ივანიშვილი და იმასაც დაესმება წერტილი.” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.