“წიგნებზე ოცნებობდა, როგორ შეიძლება გულთან ახლოს არ მიგვეტანა…” – 9 წლის ვუნდერკინდ ქაიანს კოსმოსური ბიბლიოთეკა მოუწყვეს

მწერალი, გალფის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის უფროსი ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქაიან ბელქანიაზე თელარა გელანტიასგან გავიგეთ. 9 წლის არაჩვეულებრივი ბავშვი – წიგნებზე ოცნებობდა, განსაკუთრებით ასტრონომიაზე – როგორ შეიძლება გულთან ახლოს არ მიგვეტანა – დღეს წალენჯიხაში ვესტუმრეთ და კოსმოსური ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ქაიანი ამიერიდან ბიბლიოთეკაში თანატოლებს უმასპინძლებს და ვინ იცის სულ მალე, ლექციებსაც ჩაატარებს



