“წითელი ფერი წესის დარღვევის სურვილს ააქტიურებს” – რას ამბობენ ფსიქოლოგები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პანჯიკიძის თქმით, წითელი ფერი ადამიანებში დარღვევის სურვილს ააქტიურებს.
” შუქმიშნებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და .. წითელი ყველაზე გრძელი ტალღაა, რომელსაც ტვინი ფერთა შორის აღიქვამს და ამდენად გასაგებია, რატომ ირჩევენ ხილვადობისთვის, მაგრამ ზეგავლენის მხრივ წითელი წინააღმდეგობრივია, რადგან გართობასთანაც უხვად ასოცირდება და ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ ფერის ზეგავლენის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტით დასტურდება, რომ წითელი ფერი წესის დარღვევის სურვილს ააქტიურებს, მაინც მთელ მსოფლიოში წითელს იყენებენ აკრძალვის ნიშნად. ლურჯ ფერზე ცდისპირების უმეტესობას არ გასჩენია ეიფორია, გაექცეს აკრძალვას. ლურჯს და წითელს ურევენ პოლიციის თუ სასწრაფო მანქანების ციმციმებში, რომ განგაში გააგრილონ ლურჯი, ცივი ფერით, მაგრამ დამოუკიდებლად ლურჯი არავის უცდია. ხოდა რატომ ნეტავ” – წერს ნათია ფანჯიკიძე.