“წინადადება მაქვს “ქართულ ოცნებასთან” მიიღონ ბიძინას უმწიკლოების კანონი… ლათინურად კარგად ჟღერს “ბიძინიუს პიუსი”” – გუბაზ სანიკიძე

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” ეთერში” ინიციატივით, რომ ბიძინა ივანიშვილს “ქართულმა ოცნებამ” პიუსი ანუ უმწიკლო უწოდოს.
“ივანიშვილი არის უტიფარი, ზნედაცემული ადამიანი, მაგრამ მე საერთოდ წინადადება მაქვს “ქართულ ოცნებასთან” მიიღონ ბიძინას უმწიკლოების კანონი. ჩაწერონ კონსტიტუციაში და დაარქან უმწიკო. ლათინურად კარგად ჟღერს “ბიძინიუს პიუსი”. – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.