“წულუკიანიც რომ ამას ამბობს, ესე იგი ქართულ ოცნებას უფრო ღია ავტორიტარიზმზე აქვს კურსი აღებული” – ექსპერტი გია ნოდიას შეფასება

ექსპერტი გია ნოდია სოციალურნ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თეა წულუკიანზე მაღალი აზრისა დიდი ხანია არ ვარ, მაგრამ ასე თუ ისე წიგნიერი ადამიანის სახელი ჰქონდა.
ეს ფრაზა: “კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს” მხოლოდ სუპერაგრესიულმა და ამავე დროს პოლიტიკურად უწიგნურმა ადამიანმა შეიძლება თქვას.
თან საფრანგეთიდან მოდის ეს სიტყვა, სადაც წულუკიანმა დიდხანს იცხოვრა და ისწავლა. ის უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კოჰაბიტაცია საქართველოში 2013 წლიდან არ ყოფილა. და რომ საერთოდ კოჰაბიტაცია ცუდი სიტყვა არ არის.
ამას მეორე მხარეც აქვს. წულუკიანიც რომ ამას ამბობს, ესე იგი ქართულ ოცნებას უფრო ღია ავტორიტარიზმზე აქვს კურსი აღებული. ეს ისედაც ვიცოდით, ცხადია, ამის გამონათქვამი ამას მხოლოდ ადასტურებს.
“ბევრი რამე ჩვენი ბრალია – დიახ, კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული. ეს კოჰაბიტაცია მე მგონი, არ უნდა ვინანოთ, მე ამას არ ვემხრობი, მაგრამ დასასრული უნდა ჰქონდეს.
ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ პირველივე დღებში თქვა, ბევრმა მაშინ კარგად ვერ გავიგეთ, მან რა თქვა, მაგრამ დღეს კარგად მესმის, მან თქვა – ოპონენტებს, რაც არ უნდა ყველაზე სასტიკი ხელისუფლება ყოფილიყო საქართველოს ისტორიაში, მოვეპყრათ არა ისე, როგორც მათ ეკადრებათ, არამედ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანასო და ჩვენ წაგვიყვანა განვითარების მშვიდობიან და დემოკრატიულ გზაზე, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ეს.
მაგრამ დღეს ვფიქრობ, უკვე დადგა დრო, რომ ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე ვაჩვენოთ რეალურად, რომ ეს არის წარსულის ძალა” – განაცხადა თეა წულუკიანმა