“წყევლეს მრევლი… რა გონიათ ნეტა, ფორმა 100-ით დადის ვინმე ტაძარში? უამრავი ადამიანი გვყავს სპიდით, c ჰეპატიტით, ან უბრალოდ სეზონური გრიპით” – ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. დუმბაძე ბზობის დღესასწაულზე საზოგადოების მხრიდან მორწმუნეების კრიტიკას ეხმაურება.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
” ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული! ბრწყინვალე , ბრწყინვალეეე! ბზობამ ჩაიარა , ვიხილეთ , აფრიალეს ერთი ფოტო,წყევლეს მრევლი ,გავატარეთ და კიდევ ბევრს გაგიტარებთ! ეხლა მინდა მავანს ვინც ძალიან ღელავს ეკლესიის კლასტერსა და ზიარებაზე მივმართო ,უამრავი ადამიანი გვყავს სპიდით , c ჰეპატიტით , ან უბრალოდ სეზონური გრიპით დაავადებული და ჩვენ ეს არც კი ვიცით , ეკლესია ღვთის სახლია და ყველასია , ყველასი! არავინ იცის ტაძარში სალოცად მოსული ვინ რა სენს ებრძვის! თუ რა გონიათ ნეტა ფორმა100 ით დადის ვინმე ტაძარში ? შიშით მორწმუნე მხოლოდ ქრისტეს პურს და ხორცს ეახლება, მეტი შიში იქ არ არსებობს ! ასე რომ მშვიდად იძინეთ თუ აქამდე არაფერი შეგვყრია , ახლაც დაგვიფარავს უფალი!”, – წერს ნატო დუმბაძე