“ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო … თქვენ მრავალთვიანი ან მრავალწლიანი ტანჯვისათვის გაგწირათ მერიამ”

მოქალაქე თემო ჯანაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო და თავს მოვალედ ვთვლი ვთქვა ის, რასაც უკვე რამოდენიმე თვეა ვხედავ კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციის შემყურე. ვფიქრობ უნდა იცოდეთ რა გელით.
არა, მე რეაბილიტაციის წინააღმდეგი არ ვარ, უნდა გააკეთონ რამე რა თქმა უნდა,მაგრამ ასე კეთება არ შეიძლება.
პირველი ეტაპი იწყება ნიველირიანი ხალხის ქუჩაში გამოჩენით, ამას რომ ნახავთ უკვე უნდა დაიწყოთ ბარგის ჩალაგება რადგან ეს პირველი ნიშანია რომ თქვენ მრავალთვიანი ან მრავალწლიანი ტანჯვისათვის გაგწირათ მერიამ. ამას შემდეგ მეგზევეები მოყვება, თუ “გაგიმართლათ” პირველი საქმეში რეციკლირების მანქანა ჩაერთვება, აი ის, რომ ფხიკავს ასფალტს და დიდ ბუღს აყენებს. საგზაო საფარის მოხსნის შემდეგ იწყება გაუგებარი რამ. ჯერ კანალიზაციის მილისთვის გათხრიან მიწას, ჩადებენ მილს დატკეპნიან და გავლენ, შემდეგ წყლის მილისთვის იგივეს იზავენ,შემდეგ გაზის მილი, ბოლოს სანიაღვრეებიც გაახსენდებათ და თავიდან გათხრიან, ანუ, ყველა ცალცალკე თხრის და ტკეპნის. მე ჯერ ამ ეტაპზე ვარ, მაგრამ ვიცი როცა ასფალტის საფარს დაამთავრებენ, კანალიზაციის ჭები სხვა დონეზე დარჩება და ისევ გათხრიან, ყველაფერი რომ მორჩება მერე სილქნეტი გათხრის და კიდევ ბევრი სისულელე მოხდება. ამას დაემატება ის რომ გაგარინის კუთხეში ისევ ჩავარდება მიწა და რამდენიმეჯერ გათხრიან და რა თქმა უნდა მგალობლიშვილზეც რამდენჯერმე გასკდება მილი და წალეკავს იქაურობას. არ დაგავიწყდეთ ის საცობები და მტვერი, ტექნიკის ხმაური და სატვირთოების გუგუნი, რაც თან ერთვის ამ ყველაფერს. ახლა მკითხავთ რატომ ასე მშვიდად? უბრალოდ, მე ხომ პიჯაკებზე მასამართლებენ მეექვსე წელია, რამ უნდა გამაკვირვოს?🙂 თქვენ იკითხეთ ვინც ჭავჭავაძეზე ცხოვრობთ.