“ჭიათურის პროცესების დაორგანიზება სრულად მოახდინა უშიშროებამ…აი სანამ ამგვარად იქნება ხალხი დაზომბირებული… “-ნათელაშვილი გაფიცული მაღაროელების შესახებ

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
აი ახლა ამ სამარცხვინო პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჭიათურელებს იმისათვის, რომ პოლიტიკოსები არ გაიკარეს აქციებისას. ახლა ხომ ხვდებით ვინაა ავტორი ცნობილი ფრაზებისა—-პოლიტიკოსები არ გვინდა,პარტიები არ გვინდა,პოლიტიზაცია არ გვინდა——აი სანამ ამგვარად იქნება ხალხი დაზომბირებული ძაღლური ცხოვრებაც გაგრძელდება და ივანიშვილებიც სულ იქნებიან.ახლა რაც შეეხება ჭიათურის პროცესებს მისი დაორგანიზება სრულად მოახდინა უშიშროებამ, რათა ზეწოლა განეხორციელებინათ ფეროს მფლობელ ებრაელ ოლიგარქ კოლომოისკიზე, რომლის კანდიდატურაა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს არ აღედგინა მოქალაქეობა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისათვის. მიზანი ჩაუვარდათ და ტყუილებით დახუნძლული ხალხიც ისევ გაუშვეს შავ მაღაროებში