“ხალხი ბნელია, ხალხს ვერაფერს ვერ აგებინებ, მამაოების ქადაგებები გადმომიგზავნეს…” – ირმა სოხაძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდაში ხალხს ადანაშაულებს

მომღერალი ირმა სოხაძე “ტვ პირველზე” სტუმრობისას აცხადებს, რომ ხალხი ბნელია. მისი თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა იმ ხალხის პასუხისმგებლობაა, ვისაც ვირუსის არსებობის არ სჯერა.
“აპოკალიპტურ სურათს ვერ ვხედავ, თუნდაც კოვიდის შემთხვევაში, მე მაინც მგონია, რომ ხელისუფლება ასე თუ ისე მოემზადა. თავიდან, რომ პარალიზებული ვიყავით და სახლში პირბადით დავდიოდით და გადარეულებს ვგავდით ასე რომ ვყოფილიყავით დღეში 2000 დაავადებულით, მოხდებოდა ის რაც იტალიაში მოხდა, დიდი მსხვერპლი იქნებოდა, მაგრამ დღეს ასე თუ ისე ვუმკლავდებით…
პოსტი დავწერე, ჩემი გაკეთებული პირბადეები დავდე და ერთი-ორი ისეთი შემომივარდა, განათლებული ადამიანი გვეგონეთო და საერთოდ რეებს ლაპარაკობო, როგორ კოვიდპროპაგანდას ეწევით ქალბატონოო, იცით რა, ხალხი ბნელია, ხალხს ვერაფერს ვერ აგებინებ, მამაოების ქადაგებები გადმომიგზავნეს და გონიათ, რომ ტყუილია და დადიან ისევ ერთმანეთთან, კოცნიან ერთმანეთს, მოკლედ არ უწყობენ ხელს.” – განაცხადა ირმა სოხაძემ