“ხანდახან ვგრძნობ, რომ ახალ თაობას ფეხს ვერ ვუწყობ. მათ სულ სხვანაირი გემოვნება, აზროვნება და მორალი აქვთ” – დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ხანდახან ვგრძნობ, რომ ახალ თაობას ფეხს ვერ ვუწყობ. მათ სულ სხვანაირი გემოვნება, აზროვნება და მორალი აქვთ, რომელიც რთულად გასაგებია ჩემთვის. ყველაზე მეტად სწორედ ეს შეგრძნება მაშინებს, მეშინია გაუცხოვების. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ დავბერდები და ახალგაზრდებისთვის მეც ერთერთი მოხუცი აღმოვჩნდები, რომლის დრომაც ჩაიარა. მათთვის უცხო, ჩრდილში მყოფი ხანმოკლე ცხოვრება ვიქნები, რომლისაც ვერ გაიგებენ და არც შეეცდებიან გაგებას. ისეთი დიდი ხრამია მოხუცებსა და ახალგაზრდებს შორის, სიკვდილის მოახლოვებაზე უფრო მეტად ეს სიცარიელე ტანჯავს ალბათ ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში. ნუ, ჯერ სულ რაღაც 25 წლის ვარ და ეს შიში სულ თან დამდევს, მაგრამ გპირდებით, რომ სულ მიხრწუებული და აპარატზე შეერთებული ღრძუც რომ ვიყო, ჩემი სიგიჟეებით არ მოგაწყენთ.