“ხელისუფალმა ცხადად დაინახა რა ძალაა ეკლესია … დიდი მარცხი განიცადეს… გაათმაგებული ძალით გააგრძელებს ბრძოლას” – გოგი ლორთქიფანიძე

მოქალაქე გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
ვინმემ პოლიტიკური შეფასება გააკეთა, იმისა თუ რა მოხდა რეალურად ამ დღეებში საქართველოში?
რას ელოდნენ სინოდისგან, რატომ ელოდნენ, რამდენი ხანი ელოდნენ და რა მიიღეს რეალურად იმ ადამიანებმა, ვინც გეგმავდა ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაციას?
მათ დიდი მარცხი განიცადეს და ეხლა კიდევ უფრო საშიშები არიან ვიდრე აქამდე…
დღემდის უწმინდესის ფილიგრანულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა მოგვიყვანა, დღეის ამას იქეთ ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი და თავიც და მარტო არ დავტოვოთ პატრიარქი ამ ბრძოლაში..
თუმცა ვისთანაც ღმერთია იმასთან არის ამ შემთხვევაში წარმატებაც. ვეცადოთ ჩვენც იქ ვიდგეთ სადაც უფალია.
პ.ს.
გაუგებრობის აღსაკვეთად, ვთხოვ ყველას ვინც ჩემს პათოსს არ იზიარებს ნუ დაიხარჯება შეგონებებით და მით უმეტეს უზრდელი კომენტარით.
მადლობა ყურადღებისთვის.
პ.ს.ს.
შობის ღამეს, რომ პირველად სანთლები აინთო ჩვენს ფანჯრებში, იმის ტოლფასი მოვლენა მოხდა ამ დღეებში საქართველოში და ხელისუფალმა ცხადად დაინახა რა ძალაა ეკლესია და ქართული გენი. მიხვდა რამეს? არა მგონია.
..და გაათმაგებული ძალით გააგრძელებს ბრძოლას.
ვნახოთ ვინ ვის.