“ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ატრიალებს მას და მაგრად ხალისობს, როდესაც ჩვენი ყურადღება საპატრიარქოზეა გადატანილი” – არჩილ გამზარდია

პროფესორი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით ხელისუფლებას მოსწონს საანებო მდგომარეობაში არსებული სიტუაცია და საჭროების მიუხედავად მის გაუქმებას არ აპირებს.
” ხელისუფლებამ განა არ იცის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, იცის… იცის რომ ნომინალური სასიცოცხლო პირობები დასაბრუნებელია, რომ ავმოქმედდეთ მცირედად მაინც… მაგრამ… მოსწონს ეს ტოტალირიზმი, სრული “მეუფება” ჩვენზე… კარგ “პონტშია”, ვერავინ ეწინააღმდეგება…საპატრიარქოს ნუ მიხსენებთ, ძალიან გულუბრყვილო შეხედულებაა, თითქოს ხელისუფლება ემორჩილება, პირიქით, ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ატრიალებს მასაც და მაგრად ხალისობს, როდესაც ჩვენი ყურადღება საპატრიარქოზეა გადატანილი…ამასობაში კი… ამასობაში ხელისუფლება ზეძალაუფლებით ტკბება, რასაც უნდა, იმას გვიკეთებს და ჩვენც მონებად ქცეულები ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებთ. ტოტალიტარიზმი უკვე ზღურბლთან კი არ დგას, ნებივრობას იწყებს.” – წერს არჩილ გამზარდია.