“ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შთამომავლები ჩაგვაფურთხებენ საფლავში”

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ყველაზე ძლიერი სტრატეგია, რომელიც არჩეული აქვს რუსეთს ჩვენი კოლაბორაციონისტი ხელისუფლების სამოქმედო გეგმისთვის, არის მოცემულობის ფრაგმენტაცია, გაწერილი დროში, ხანგრძლივ პერიოდზე. ანუ, ოკუპანტი ბიძინა ივანიშვილის ხელით ცდილობს არ მოგვცეს საზოგადოებას დავინახოთ სრული სურათი და ფრაგმენტულად, მაგრამ პერმანენტულად ურტყავს როგორც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ასევე თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ვერ მოახერხოს პაზლებად დაშლილი რეალური მოცემულობიდან ააწყოს უკიდურესად ტრაგიკული რეალური საერთო სურათი, რათა არ მოხდეს საპროტესტო საყოველთაო სამოქალაქო აფეთქება. ამიტომაა, რომ ყველაფერს აკეთებენ რათა საზოგადოებამ ვერ დაინახოს პირდაპირი ბმა მიმდინარე პროცესებს შორის.
ჩვენი ვალია გამოვაფხიზლოთ ერი და დავანახოთ საქართველოს ოკუპაციის, ანექსიის და განადგურებამდე მიყვანის სრული სურათი. დიახ ბატონებო, ჩვენ ვიმყოფებით სამამულო ომის ეტაპზე, ოღონდ ამჟამად ცხელი ფაზის გარეშე. ამიტომ, აღარ შეიძლება მოცდა, აღარ შეიძლება თავის დაბრმავება და მხოლოდ ღმერთის იმედად დარჩენა. არავინ შეიწუხებს თავს ჩვენს გამო, თუ ჩვენ არ ვიბრძოლეთ თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენი წარმატებული მომავლისათვის. თუ ეს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება არ წავა არჩევნების გზით, მეორე დღესვე ის უნდა გაუშვათ საყოველთაო სახალხო აჯანყების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ქვეყნად არ მიგვიღებენ წინაპრები, ამ ქვეყნად კი ჩვენი შთამომავლები ჩაგვაფურთხებენ საფლავში. უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
,,როცა 50 კილოთი მეტი ვიყავი, ჩემი თავი მაშინაც მომწონდა” – როგორ დაიკლო მსახიობმა – ბაჩო ქაჯაია
