“ხელისუფლება ქუჩის უპრეცედენტო მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადება” – როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობს.
” კოვიდი ხელისუფლების საარჩევნო ტაქტიკის სულ უფრო მძლავრი შემადგენელი ხდება. არჩევნების მერე ლოკდაუნი თუ არჩევნების გადადება? ხელისუფლებას პირველი კი ურჩევნია, თუ ეყო რესურსი. მიაქციეთ ყურადღება თქვენს უბნებში, რა ადრიანად დაიწყო ხელისუფლებამ საარჩევნო უბნის სურათებიანი სიებით შეიარაღებული კოორდინატორების და სხვადასხვა თაობის “ქუჩის ბიჭების” ერთობლივი საქმიანობა ხმების მოსაზიდად…არჩევნებზე რომ ჩვეულებრივ არ დადიან, იმ ხალხის მისაყვანად, ძალის დემონსტრირებაც უფრო ადრე დაიწყეს უბნებში, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს იყო – მაშინ არჩევნების დღეს გამოეფინენ უბანში მკაცრი გამომეტყველებით)))) 2008 წ. საპარლამენტო არჩევნებისას გამოჩნდა ახალი ტექნოლოგია – “რაც მეტი პატიმარი ჰყავს ხელისუფლებას, მით მეტი ხმა აქვს”. ასე ვეძახდი შსს ორგანიზებით პატიმართა ნათესავების მიერ ხელმოწერების შეგროვებას მეზობლებში მათი პატიმრების გამოშვების თხოვნით. ამ თხოვნაზე ხელმოწერა არჩევნების დღეს კონტროლდებოდა მკაცრად უკვე საუბნო კომისიის წევრების და ფორმალური თუ არაფორმალური წარმომადგენლების( ანუ, ხელისუფლების) მიერ – საკუთარი ხელმოწერის მძევალი ხდებოდნენ დამფრთხალი ადამიანები. ათობით ათასი( იქნებ ასი ათასიც კი) ხმა დაიმატა მაშინ იმ ხელისუფლებამ. ახლა? ეს ხელისუფლება ქუჩის უპრეცედენტო მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადება, ჩემი შთაბეჭდილებით. ამას ემატება სიების გაყალბება, გადასატანი ყუთებით მანიპულირება( სულ იყო) და ა. შ.ყოველი მომდევნო არჩევნები საქართველოში გაყალბების ტექნოლოგიის დახვეწაა( გარდა ამ და წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული პირველი/ ორი საერთონაციონალური არჩევნებისა…ცალკეულ რეგიონში ახალმოსულსაც გაუყალბებია). ” – წერს დავით ბერძენიშვილი.