“ხელისუფლების რეაქცია პუტინის ისტორიულ წიაღსვლებზე იმიტომ იგვიანებს, რომ ჯერ ვერ აკავშირებენ ნაცების პროვოკაციასთან” – დავით ზურაბიშვილი

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია პუტინის ისტორიულ წიაღსვლებზე (ოსების გენოციდი რომ მოვაწყეთ, საზიზღარ გერმანიასთან ერთად აფხაზეთის ოკუპაცია და სხვ.) მხოლოდ იმიტომ იგვიანებს, რომ ჯერჯერობით ვერ აკავშირებენ ამას ნაცების პროვოკაციასთან.
აი დააკავშირებენ მალე და პასუხიც იქნება… ნაცების მიმართ, რასაკვირველია