“ხელი მომტეხეს და ამის გამო პრაქტიკულად უმუშევარი დავრჩი…” – აქციის დარბევის შედეგად დაშავებული გიორგი მღებრიშვილი

სტრატეგიული და პოლიტიკური კვლევების ცენტრის დამფუძნებელი გიორგი მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ძვირფასო მეგობრებო. დიახ ხელი მომტეხეს და ამის გამო პრაქტიკულად უმუშევარი დავრჩი, მაგრამ ძალიან გთხოვთ ჩემს მიმართ დახმარების სათხოვნელად ნუ დაწერთ პოსტებს და ნუ შეაწუხებთ ხალხს.
საკუთარ პრობლემებს საკუთარი ძალებით ვუმკლავდები დიდი ხანია და ახლაც გადავლახავ ამ კრიზისს.დიდი მადლობა თანადგომისთვის. <3
იმედია გასაგებად დავწერე .