ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები – ვოლსკი ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი ოპოზიციას აკრიტიკებს და ხიბლით შეპყროპილებს უწოდებს.
“ეს ადამიანები ამბიციებით და ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები …
ამ პოლიტიკურ სუბიექტებთან არათუ კოალიციის შექმნა შეიძლება, არამედ მათი ერთობლივი კოალიციაც დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ოცნება, ჰიპოტეთურად რომ ვთქვათ, არ იქნება პოლიტიკურ ველზე”, – თქვა გია ვოლსკიმ.