“ხომ ვიცი რა უფსკრულის წინაშეც დგას ქვეყანა,მაგრამ ამ პოსტმა თავზარი დამცა” – მაია ორჯონიკიძე

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
ხომ ვიცი რა უფსკრულის წინაშეც დგას ქვეყანა,მაგრამ ამ პოსტმა თავზარი დამცა,რადგან ყველაფერი ზუსტად ასეა და ეს არაა გადაჭარბება.
ზურაბ გურული:
ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე ვთქვი, რომ ნიკა გვარამიასთვის იმ ვიდეოს გაგზავნაში ნათელი მესიჯი იყო ჩადებული, ქვეყნიდან წადი და აგერ შენ გამზადებული მასალა დასავლეთში პოლიტიკური თავშესაფარის მოსაპოვებლადო. ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ, როგორც ეს ვარაუდი ახდა ივანიშვილის ინტერვიუში. დააკვირდით რას უკეთებს მედიცინას. განსაკუთრებით რთულ ქირურგიულ და პარაქირურგიულ სპეციალობებში მომუშავე სპეციალისტებს, რომლებიც გაზრდილი ანაზღაურების გამო დაბრუნდნენ საზღვარგარეთიდან და დარგები ააწყვეს, მალე ოპერაციების საშუალება აღარ ექნებათ. ქვეყანა პირწმინდად ძარცვეს 8 წლის განმავლობაში არასაჭირო ოპერაციების, უაზრო წვრილწვრილი კლინიკების მომრავლებით, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უსისტემოდ კვებავდნენ და როცა ნოლზე დაჯდნენ, ახლა მინიმალურ ტარიფებს დააწესებენ, რომლის საშუალებით შეუძლებელი იქნება ნორმალური სამედიცინო დახმარების მიღება. ფული აღარ არის. სამაგიეროდ, 6 თვის განმავლობაში 130 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში მარტო საპოლიციო ჯარიმებით. მალე ჯარიმა იქნება აბსოლუტურად ყველაფერზე. ან გადაიხდი, ან ამოგივა ყელში და წახვალ ქვეყნიდან. გააპროტესტებ, გაგასამართლებს ბიძსასამართლო და გაგიშვებს ციხეში. გამოიცანით რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან მაქსიმალურად დაცულნი თავიანთი უძრავი ქონებით საქართველოში.
თავმოყვარე, გონიერი ახალგაზრდა უბრალოდ ვეღარ გაჩერდება ასეთ ქვეყანაში, სადაც წარმატების შანსი ნოლია. ამას დაუმატეთ გაზრდილი კრიმინალი; ერთი მხრივ სიღარიბის, მეორე მხრივ პოლიციის გარეკეტების გამო. რუსეთიდან ქურდული სექტორის შემოყვანა ათასნაირი შავი ბიზნესით; პროსტიტუციის, ნარკომანიის და აზარტული თამაშების მაქსიმალური წახალისება.
ამასთან, ნორმალური ემიგრაციის მიერ სამშობლოდან ფეხის ამოკვეთა, რადგან არანორმალურის მეტი არავინ დააბანდებს თავის ნაშრომს ასეთ ქვეყანაში.
ამასთან პირდაპირი მუქარა, რომ პროტესტის შემთხვევაში ყველას დაიჭერს. ამ მანიაკის კონტროლის ქვეშ მყოფი ძალოვანი სტრუქტურები წარმოუდგენელი მასშტაბის ბინძურ შანტაჟს დაიწყებენ. ტროლებისა და მლიქვნელების უბინძურესი ინსტიტუტები ყოველდღიურად უფრო და უფრო ჩაეფლობიან ისეთ ქაქში, რომ ნორმალური სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის პარანოიდალური შიში ექნებათ. უცქირეთ ალბათ დღეს ე.წ. ჟურნალისტს, რომელიც მანიაკისგან ინტერვიუს იღებდა და ხედავთ სანამდე შეიძლება დეგრადირდეს ადამიანი. მოსახლეობა ისეა სიძულვილით და ფსევდორელიგიით გამოთაყვანებული, რომ ნაწილი ნარიმანს უმღერის, ნაწილს პატრიარქი უყვარს და ნაწილი კი იაფფასიანი ტროლების მიერ შექმნილი უპრიმიტიულეს მესიჯებზე იგზნება და უმისამართო სიძულვილის პროექციას ახდენს იმ ადამიანებზე, რომელთა მიმართ ანგარიშსწორება შიშის გარეშე შეუძლიათ.
ქვეყანას დაუფლა პარანოიდალური შიში. მეგალომანიაკის პათოლოგიურმა აურამ გადაფარა მთელი ქვეყანა და რაციონალური აზროვნების უნარი დააკარგვინა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას.
არ არის სახუმაროდ და სასაცილოდ საქმე. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ რომ საარსებო საფრთხის წინაშე ვიმყოფებით.
მე არ ვიცი რა ძალამ შეიძლება ეს გაზომბებული საზოგადოება შეარყიოს. იმედი მქონდა რომ ახალგაზრდების დანახვაზე მაინც მოულბებოდათ გული. პირიქით. ინტელექტუალურ სპეციალობებში მომუშავე ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ აღშფოთებას, რომ თურმე მიტინგზე ლევან გოთუას “გმირთა ვარამს” წვავენ კოცონზე; გასათბობად. უნივერსიტეტის პროფესორი ქართულ და ევროპულ დროშებში გახვეული პაწიების ფოტოზე აწერს რომ სოცსამსახურები უნდა დაინტერესდნენ მათი მშობლებით. ამ კატეგორიის ადამიანებთან ნორმალური საუბრის რესურსი უბრალოდ აღარ არსებობს.
ცხოველური შიში, აი რა მართავს ახლა საქართველოს და რა ადამბლავებს მის გონებას. ამ შიშზე პროტესტი კი ხდება სიძულვილით, რომელიც ცხადია სუსტისაკენ არის მიმართული, ანუ შეკრულია კლასიკური პათოლოგიური ფსიქოლოგიური რგოლი.
ვისაც ბოლომდე არ დაგიკარგავთ გონება, გამოფხიზლდით, რას აკეთებთ ადამიანებო, რას ერჩით ან საკუთარ თავებს, ან საკუთარ სამშობლოს?