“ხორცის მირთმევა სასიამოვნოზე სასიამოვნო იყო,ვიდრე გავიაზრებდი, რა იდო თეფშზე- მომზადებული მკვდარი სხეული”-სოფო ბათილაშვილი

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
შემობრძანდა გაზაფხული და შემოაბრძანა ჩემი ვეგეტარიანელობის მეოთხე წელიც.
ცხოველები ადრეც მიყვარდა. ერთ მშვენიერ დღეს, დავიბენი – ერთი ცხოველი თუ სახლში გვყავს და ვეფერებით,მეორეს რატომ ვკლავთ და ვჭამთ?!…
ხორცის მირთმევა სასიამოვნოზე სასიამოვნო იყო,ვიდრე გავიაზრებდი, რა იდო თეფშზე- მომზადებული მკვდარი სხეული.
ბუნებასთან ჰარმონიაში თანაცხოვრების განცდა მაჩუქა მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ,უარი მეთქვა ჩემი მაშინდელი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილზე- ხორცით კვებაზე.
ასეთია ეს მოკლედ მოყოლილი გრძელი ამბავი.
ღამემშვიდობისა