“ჯიპი დაინახეს, ჩვეულებრივი სატვირთო-ვერა” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩების კურთხევა დაიწყეს. მედიაში გავრცელდა კადრები, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. სასულიერო პირები ძვირიანი მანქანით დადიან ქუჩებში.

ამ თემას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, იქ უბრალო სატვირთო მანქანებიც იყო და მხოლოდ ჯიპებს არ უნდა აქცევდეს მედია ყურადღებას.
“მთავარი არხი ასეთ სიტუაციაშიც ახერხებს ნეგატივის ჩვენებას. ჯიპი დაინახეს, ჩვეულებრივი სატვირთო-ვერა.
“აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან”(ფს.67.1)” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
