“ჰოი საოცრებავ… ემიგრანტებო, თქვენ ხართ საოცარი ხალხი… დღეს დილით იმდენი შეტყობინება დამხვდა, ვერაფრით გავიხსენე…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
” დღეს დილით იმდენი შეტყობინება დამხვდა. ვერაფრით გავიხსენე გუშინ რა მოხდა და თურმე, ჰოი საოცრებავ, კეთილ ადამიანებს უყურებიათ ჩვენი გადაცემისთვის. ემიგრანტებო, თქვენ ხართ საოცარი ხალხი. საკუთარი ოჯახის სარჩენად რომ ხართ გადახვეწილები და სხვებისთვისაც რომ გრჩებათ დრო და რესურსი. იცოდეთ არსებობს ასეთი კომპანია, bodiala travel. უკარგესი ხალხი რომლის შეტყობინებაც დამხვდა დღეს, მაგრამ ყველას დაასწრო სოფო ჭყონიამ. გუშინ ღამით მომწერა რომ სოფიკოს კოკა-კოლაში დაასაქმებენ. Sofia Tchkonia სასწაული გოგო ხარ. ასევე, მომწერეს მოქალაქეებმა, სტუდენტებმა, ბათუმიდან მივიღე უამრავი შეტყობინება. სოფიკოს ცხოვრება გუშინ აშკარად შეიცვალა” – ნანუკა ჟორჟოლიანი.