
ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ტყვიის ახალ საწარმოზე გამახსენდა და… მოკლედ, ახალი გაპრემიერებულია ღარიბაშვილი, ჟურნალისტი ეკითხება, ბატონო ირაკლი, ბიძინა ივანიშვილი რომ 100 ახალი ქარხნის აშენებას დაგვპირდა, მაგაზე რა ხდებაო. არ შეუშინდა ირაკლი ვერაგი კითხვის დამსმელს და სრული სერიოზულობით მიუგო: 100 კი არა, 205 (!) ახალი ქარხანა გავხსენით უკვეო. ისა და… ბოტონო ირაკლი, სად შეიძლება მაგ 205 ახალი ქარხნის ნახვაო, შეჰკადრა ჟურნალისტმა. სად და ეკონომიკის სამინისტრის ვებ გვერდზეო, თქვა “ესეც მე უნდა გასწავლოთ თქვე უვიცებს” სახით ირაკლიმ და შემდეგ კითხვას დაელოდა, ოღონდ მართლა <3
#ისტორიებიჰაკიმფაშაზე
#ბიჭირომელსაცორჯერგამეორებაარჭირდება
loading...