“13 მარტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეა…მადლობა,თქვენ ადამიანებო,რომლებიც ჩემს გვერდით იყავით”-ელისო კილაძე

ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
13 მარტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეა !
13 მარტს დაიჭირეს დათო!
მერე იყო უმძიმესი 120 დღე-ბრძოლა შვილის თავისუფლებისათვის!
მეამაყება რომ ჩემი ბიჭი ციხემ ვერ გატეხა❤️
ჩვენ გავიმარჯვეთ -გავიმარჯვეთ ბოროტებაზე.
ამ ბრძოლამ არა მხოლოდ დათოს თავისუფლება მოიტანა,არამედ ,ქვეყანაში შეაჩერა ბალასტის პოლიციის ჩადებების პრაქტიკა !
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამამართლებელი განაჩენით მტკიცებულებათა სტანდარტი ძალიან მაღლა ასწია-ორი პოლიციელის ჩვენება ბრალის დასტურად საკმარისი აღარაა !
მადლობა,თქვენ ადამიანებო,რომლებიც ჩემს გვერდით იყავით ის 120 დღე !
სიკეთით გადამეხადოს !