“13 წლის გოგონას ექიმი ეკითხება, ქალიშვილი ხარ თუ არაო? ბავშვმა თავი გააქნია, არაო… საკუთარი თავიც და ექიმიც ერთნაირად შემზარდა” – ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობისა და ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებლი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალრ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
” ცოტა არ იყოს უხერხულია 13 წლის გოგონას ექიმი რომ ეკითხება, ქალიშვილი ხარ თუ არაო?
მეც ძალიან მეუხერხულა რომ მეთარგმნა, მაგრამ მეტი რა გზა მქონდა და ვეკითხები: ქალწული ხარ მეთქი?
ბავშვმა თავი გააქნია, არაო…
აუუ, სულ წახდნენ ეს შობელძაღლები მეთქი გავიფიქრე და ამ დროს მეუბნება: დეკემბერში ვარ დაბადებული და თხის რქა ვარო.
აი, ისეთი ალალი და გულუპრყვილო თვალები ჰქონდა საკუთარი თავიც და ექიმიც ერთნაირად შემზარდა” – წერს ნუგზარ სულაშვილი.