“2 დღის წინ ჩემი სიძე გაფრინდა ბერლინის გავლით ნიუ ჯერსიში, კაცი გაოგნებული იყო…” – რა შეცვალა კორონამ მოგზაურების ცხოვრებაში

სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამოწვევებს ისე კარგად ვერ უმკლავდებიან, როგორც საქართველოში.
“2 დღის წინ ჩემი სიძე გაფრინდა ბერლინის გავლით ნიუ ჯერსი-ში.კაცი 2დღე ევროპაში გაჩერდა ტრანზიტით და გაოგნებული იყო….არც ბერლინში,არც ნიუ ჯერსში არაფერი შეგვიმოწმეს,არც სიცხე არც პირბადე მოგვთხოვეს.ასევე ამერიკაშიც ისე გამოვედით აეროპორტიდან…კაციშვილს არაფერი უკითხია..პასპორტი აჩვენე-გადი!მორჩა!
ამ კაცმა თავად ჩათვალა მისი ოჯახის წინაშე საჭიროდ და…2კვირა განმარტოვდა იზოლაციაში თორემ აეროპორტში არავის მსგავსი არაფერი უთხოვია. არადა უცხოეთიდან ჩამოსულმა რამდენიმე პიროვნებამ ჩემთან საუბარში სასიამოვნო გაკვირვება და აღფრთოვანება ვერ დამალა….რომ აქ ტრაპთან ელოდებოდნენ,14დღიან კარანტინში გადაიყვანეს, 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში აცხოვრებდნენ,ძვირფასად აჭმევდნენ და 14დღე მათ ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ.
ბრავო!! საქართველო ამ საკითხში!
და ბრავო! ჩვენს ექიმებს” – წერს თამარ ივერი.