“2008-ში რუსები გორში იდგნენ და მაშინ არ დამდგარა სრული კოლაფსი, როგორმე ერთი თვით “ვაიკიკის” დაკეტვასაც გავუძლებთ” – გიორგი მღებრიშვილი

19 დეკემბერს მთავრობის გადაწყეტილებით დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა ისეთებისა, რომლებიც ყიდიან: სურსათს, წამლებს, საწყვავს და ასევე მუშაობას განაგრძობს საქართველოს ფოსტა და სხვა კომუნიკაციის საშუალებები. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. ზოგმა მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება, მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, ზოგმა კი მოიწონა გადაწყვეტილება. მაგალითად მოქალაქე გიორგი მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია რომ 2008 წლის ომის დროსაც კი საქართველოს ეკონომიკას კოლაფსი არ ჰქონია და ამ პრობლემებსაც გადაიტანს.
“გული არ გაიტეხო ერო, 2008-ში რუსები გორში იდგნენ და მაშინ არ დამდგარა სრული კოლაფსი.
ძნელია, მაგრამ როგორმე ერთი თვით ვაიკიკის დაკეტვასაც გავუძლებთ. <3ზარასაც ავიტანთ.” – გიორგი მღებრიშვილი.