“2008 წელია… სისხლის დანახვაზე რომ გონება მებინდება და მაინც: თავს რომ არ ვზოგავ… 4 ადამიანი დაიღუპა მხოლოდ ჩემი ოცეულიდან ” – გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ამ ფოტოზე 2008 წელია, სადღაც 20 წლამდე ვარ, სენაკის ბაზაზე. გაცნობიერებული მაქვს ვის ვებრძვით, თან მე, სისხლის დანახვაზე რომ გონება მებინდება, იარაღიც რომ ტყვიების გარეშე მიჭირავს და მაინც: თავს რომ არ ვზოგავ, იმის იმედით, რომ რაღაცას მაინც შევცვლი, თუნდაც მცირედს.
მერე გადის დრო და აი ის ხალხი მეკამათება პატრიოტიზმზე, ვისთვისაც სამშობლოს სიყვარული – მხოლოდ ფეისბუქ ჰეშთეგებია: რუსეთიოკუპანტია. დიახ, რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია და დღემდე მაინტერესებს, ყველაზე აქტიურად მოყაყანე ხალხი, აი ბლოგი რომ მეწერა ომში ჩემს შიშებზე და ქვებს მესროდნენ წლების შემდეგ, 2008-ში თავად რომელ ბუნკერში იმალებოდნენ.
დღეს 8 აგვისტოა.
დღე, რომელსაც ვერაფრით ვივიწყებ.
რომლის შემდეგაც, დიდ ხანს თვითმფრინავის ხმაც კი საშინლად მსტრესავდა.
დღე, როცა სიკვდილს თვალებში ჩავხედე, 20 წლის ასაკში.დღე, როცა ჩემს თვალწინ ცვიოდა ბომბები სენაკის ბაზაზე. როცა 4 ადამიანი დაიღუპა მხოლოდ ჩემი ოცეულიდან და კიდევ ჯამში ვინ მოსთვლის რამდენი.
ახლა 2019 წლის 8 აგვისტოა.
ახლა პატრიოტიზმის ამპლიტუდა ყვირილის დეციბილებით და ჰეშთეგების რაოდენობით განისაზღვრება. გმირები კიდევ, ჩუმად და “უძეგლოდ იკარგებიან”…დიდება გმირებს!
#მემახსოვს8აგვისტო
#რუსეთიოკუპანტიაპ.ს. ფოტო რეზერვისტობისას არის გადაღებული, ომში ფიზიკურად ვერ მეცლებოდა ფოტო-სესიისთვის.