“2012-ში თქვენი ხელით გამოიჭერით ყელი. ახლა კი მშვიდად უყურებთ როგორ გიპყრობენ ერთი გასროლის გარეშეც” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
არ ვიცი რამდენად არის კავშირში გუშინდელი ინცინდენტი გახარიას გაპრემიერებასთან. მგონია, უფრი ირიბ კავშირში შესაძლოა იყოს. IMHO ის ნაწილია იმ დიდი გეგმის, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს და რომელსაც ჰქვია “პროქსი ომი საქართველოსთან”. ამ გეგმას სხვადასხვა მიმართულებები აქვს. ესენია:
1. პროპაგანდა მედიასა და სოცქსელებში;
2. კულტურული ექსპანსია;
3. დემოგრაფია;
4. კრიმინალი;
5. ეკონომიკური უკუსვლა;
6. პოლიტიკური დესტაბილიზაცია;
7. ნეგატიური იმიჯის შექმნა საერთაშორისო მედიაში;
8. პასიური საარეო პოლიტიკა;
9. ძალოვანი სტრუქტურების და სპეცსამსახურების დასუსტება;
10. ფიზიკური წნეხი ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ და ა.შ და ა.შ.
მრავალმიმართულებიანობა გახლავთ პროქსიომის მახასიათებელი. ის “ხავერდოვნად” მოქმედებს და ამისთვის იყენებს კოლაბორაციონისტ მთავრობას და სასარგებლო იდიოტებს მოსახლეობაში.
2012-ში თქვენი ხელით გამოიჭერით ყელი. ახლა კი მშვიდად უყურებთ როგორ გიპყრობენ ერთი გასროლის გარეშეც და ჯიუტად აძლევთ ხმას კოლაბორანტებს.
რა გითხრათ აბა ?