“2014 წლის 7 იანვარს მე “მომკლეს”!… ჩემი სიკვდილი დაადასტურეს…” – თორნიკე ჯგერნაიას დაუჯერებელი ისტორია

დიზაინერი თორნიკე ჯგერნაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“2014 წლის 7 იანვარს მე ‘მომკლეს’!… 3 თვის შემდეგ, აპრილში, როდესაც გარშემო დათბა, მე ‘გავიყინე’ და ჩემი სიკვდილი დაადასტურეს… ზუსტად ერთი წელი ველოდებოდი სხეულის გახრწნას და სულის საიქიოში გადასვლას… 2015 წლის 7 იანვარს როდესაც ყველა შობას ზეიმობდა მე ჩემი სიკვდილის ‘წლის-თავზე’ ვხვდებოდი რომ მკვდრეთით უნდა ‘ავმღსდგარიყავი’, თებერვალში პირველი ნაბიჯები გადავდგი! ვწვრთვნიდი საკუთარ თავს მეცხოვრა მკვდარს ცოცხლებში… დეკემბერში მე უკვე ვიცოდი სუნთქვა, მოძრაობა,ხედვა, ღიმილი, ტირილი, და ასე შემდეგ… 2016 წლის შვიდ იანვარს უკვე პირიქით, მივხვდი რომ უკვე ‘მე’ ვიყავი ცოცხალი და გარშემო კი მკვდრები და ის რაც ვიცოდი უკვე ‘ვიგრძენი’ სუნთქვა, მოძრაობა,ხედვა, ღიმილი, ტირილი და ასე შემდეგ… ეხლა? ეხლა მალე 2017 მთავრდება, აღარ’ც გაყინული ვარ, არ’ც ჩემი სხეული გაიხრწნა და არც სულმა გადაინაცვლა საიქიოში და მე უკვე ჩემი ‘გულის’ ცემის ხმა’ც მესმის და ვხვდები რომ ეს ‘ფეთქვა’ ჩემი ცხოვრების მთავარი მელოდიაა… და ვიცი რომ ჩემი ‘ნაბიჯები’ იქ მიდის საიდანაც ეს ‘მელოდია’ ისმის და მე დღესა’ც და მომავალში’ც ბედნიერი ვარ…❤️ 2018 წელიც თავისებური იყო, ჩემი გულის ცემის ‘მელოდიის ‘ მოსმენა სხვებისთვისაც შესაძლებელი გახდა ჩემი წიგის #უკქნონო_შვილი…ს საშუალებით! მეე? რაც შემეხება მე, მე ისევ ვბრძოლობ ხან ვნებდები, ხან მნებდება… ეს ბრძოლა უფრო თამაშს ემსგავსება რომელშიც გამარჯვებული არ არსებობს. ჩემთვის ბრძოლას ყოველთვის არ აქვს აზრი, რადგან ბრძოლა შენებასთან და ნგრევასთან ერთდროულად ასოცირდება, შენება და ნგრევა კი უბრალოდ ჩემი მოცემულობაა… 2019 წელს მე გავჩუმდი 241 დღით, სიჩუმეში დავინახე რომ პრობლემა ‘უსამართლობა’ კი არ არის, უბრალოდ უსამართლობა ხდება მაშინ ‘როცა სიყვარული საკმარისი არ არის’❗ მოვიგე ერთი დიდი ბრძოლა საოპერაციო მაგიდაზე❗ იქ ვნახე მამა რომელმაც მითხრა რომ მთავარი ბრძოლა’ც და მთავარი გამარჯვებები’ც ჯერ კიდევ წინ არის❗აღდგომიდან_შობამდე #მდუმარების_241_დღე ‘ში 25 დეკემბერს მე ვიყავი მე ჩემი ცხოვრების ერთ_ერთი მთავარი პერფორმანსით… 2020 დადგა და წინ მომავალში➡️✨
პ.ს ჩემი მკვლელი ან მკვლელები არ დაუსჯიათ, არც მე მომითხოვია სამართლის აღსრულება… მე სივრცეში ვარ,უსაზღვროდ… ისინი მწარე მოცემულობაში, წითელი ხაზებით!ვთვლი რომ მათი მთავარი სასჯელი ‘შიშია’ რადგან არ იციან როდის გადავკვეთავ მე საზღვრებს… ეს საკმარისია… ამ ეტაპზე! თუმცა ისიც მახსოვს რომ შურისძიება ეს ცხელი კერძია, რომელიც უნდა მიართვა ცივად 😉
პ.ს მე არ მიყვარს 7 იანვარი იმიტომ რომ… თუმცა უკვე გითხარით…! და მაინც შობას გილოცავთ ყველას ვინც დღეს აღნიშნავთ💜 ” – თორნიკე ჯგერნაია