“2019 წლისთვის 100%-ის ოკუპაცია … ჩვენ, სახელმწიფოც და მოქალაქეებიც გაგვყიდეს, როგორც ნივთები, სამწუხაროდ, საკმაოდ იაფადაც” – არჩილ გამზარდია

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მოდით, ვიყოთ გულწრფელები და რეალისტები, რუსეთმა საქართველოს 20% კი არა, 2019 წლისთვის 100%-ის ოკუპაცია მოახდინა. მეტიც, ეს ოკუპაცია საქართველოს ხელისუფლების ხელით, შეიძლება ინიციატივითაც კი მოხდა. და… ამ ყველაფრის მოტივი კი დიდი ფინანსური ინტერესებია მხოლოდ. ჩვენ, სახელმწიფოც და მოქალაქეებიც გაგვყიდეს, როგორც ნივთები, სამწუხაროდ, საკმაოდ იაფადაც. რაც არ უნდა მძიმედ ჟღერდეს ეს ყველაფერი, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებდა.