“2020-ისთვის სამ-პროცენტიანი ბარიერია გადასალახი და, არიქა, გამოძვრნენ „სამშობლოს“ გადამრჩენები, ძაღლი კატას შეეკრა და, პირიქით… “- მერაბ შათირიშვილი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
იქმნება „ახალი ნაფტალშჩიკები“, გარდერობი გაიღო, 2020-ისთვის სამ-პროცენტიანი ბარიერია გადასალახი და, არიქა, გამოძვრნენ „სამშობლოს“ გადამრჩენები, ძაღლი კატას შეეკრა და, პირიქით – მტერმა მოყვრისკენ (ისემც თქვენი არაფერი გაიშვა) იბრუნა პირი, კი მაგრამ, ანტიდისკრიმინაციულ კანონს რომ აძლევდით ხმას, მაშინ არ გახსოვდათ „სამშობლო“ და ღირსება?..
რა ეშველება ნეტა ამქვეყანას, ამდენი უღირსი და უთავმოყვარო, ე. წ. პოლიტიკოსების, სინამდვილეში, „ფასიანი პატრიოტების“ ხელში?..
არც სინდისი გაქვთ, არც ნამუსი, თავმოყვარეობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია და, როგორ შეიძლება უთავმოყვარო ადამიანებს სამშობლო გიყვარდეთ და მისი ბედი გაწუხებდეთ?.. ეს ხომ მტკნარი სიცრუეა და, საკუთარი სტომაქი, ღვარძლი და შური უფრო გაწუხებთ…
წადით, სხვა საქმე აკეთეთ, ბოლოს და ბოლოს, მახათი გაიყარეთ კვერცხებში, მაინც არაფერში გარგიათ, კაცობიდან გასულებო…
არ მჯერა მე თქვენი ქართველობის, არა – ეროვნულობის, სრული გაგებით – ქართველობის, რაც ზნეობრივი კატეგორიაა და, რომელიც თქვენ იოტისოდნავადაც არ გაგაჩნიათ!..
უბელადო ბელადები…
ვხარხარებ…
ჯერ სად ვართ, ტრაგი-კომედიების მომსწრენი 2020-მდე ბევრჯერ გავხდებით: როგორ შეეცდებიან სავლეები პავლეებად გარდასახვას, თუმცა – უშედეგოდ, რადგან, ხალხმა ნამდვილად იცის, გამოუსწორებელ სავლეს პავლეობა – ასეთი მაღვალანკობით – არ უწერია!.