“2020 პარლამენტის შემდეგ სწორედ მეზობლის დაფინანსებული “პატრიოტების” და “კომბალოსნების” მოძალებას მივიღებთ…” – მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“პატრიოტების” მოთხოვნა გახარიას.
1. გაუქმდეს ენმ;
2. სასწრაფოდ აღდგეს ურთიერთობა რუსეთთან;
ამის მერე გავბრწყინდებითო.
გასაგებია, რომ ეს ხალხი მოსახლეობის რაღაც ნაწილს წარმოადგენს. მთავარი კითხვა იმაშია, რამხელა ნაწილს და აქვს თუ არა ამ “ნაწილს” ზრდის დინამიკა ?
ეჭვი მაქვს, რომ აქვს და იმასაც ვეჭვობ, რომ სუპერჭრელი და უმოქმედო 2020 პარლამენტის შემდეგ სწორედ მეზობლის დაფინანსებული “პატრიოტების” და “კომბალოსნების” მოძალებას მივიღებთ. ლოგიკა ამას მკარნახობს.
კიდევ არსებობს გზა პროგრესული ოპოზიციის გაერთიანებისა, თუმცა დრო სულ უფრო ნაკლები რჩება.