“24 წლის ბიჭი შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა ცემით მოკლეს… თვალწინ გირგვლიანის სასტიკი მკვლელობა მედგა” – ირაკლი კუპრაძე

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:
24 წლის ბიჭი შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა-სპეცრაზმელებმა ცემით მოკლეს. ვარკეთილის სასაფლაოზე სცემეს, გააშიშვლეს, დანით ჭრილობები მიაყენეს და იქვე დატოვეს მომაკვდავი.
თვალწინ გირგვლიანის სასტიკი მკვლელობა მედგა, როცა ამ საშინელებას ვუსმენდი.
ყოველდღე ნაღმზე გვაფეთქებენ და წარსულში გვაბრუნებენ. სისტემა კლავს და უნდა დაინგრეს!