“3 უკბილო ლექსი გამოაქვეყნა 1 წლის განმავლობაში, დეპუტატი ვარდის კოკორივით კი არ უნდა იჯდეს” – ელოსაშვილი კახაძეზე

3 უკბილო ლექსი გამოაქვეყნა მტელი წლის განმავლობაში – ასე შეაფასა მთაწმინდაზე “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ერთწლიანი საქმიანობა პარტია “მოქალაქის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა
“დეპუტატი ვარდის კოკორივით კი არ უნდა იჯდეს და ხმას არ იღებდეს საერთოდ, როგორი მაჟორიტარებიც გვყავს ძირითადად, არამედ… აი, ახლა მთაწმინდელებს მინდა ვკითხო: შარშან რომ აირჩიეთ ლადო კახაძე, გამოგადგათ რამეში? რამე ხეირი მაგ კაცისგან არის? 3 ლექსი გამოაქვეყნა, უკბილო, მთელი ერთი წლის, წელიწადნახევრის განმავლობაში. რამე სარგებელი მიიღეთ? ვისა გაგიჭირდათ მთაწმინდაზე მიხვედით და დაგეხმარათ?” – განაცხადა ელისაშვილმა.