“41 თუ 5, არასდროს ვლაპარაკობ ამ თემაზე! მაგრამ…” – კოშკელიშვილი საზოგადოებას მიმართავს

ფოტომოდელი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კოშკელიშვილი საზოგადოებას შეკითხვით მიმართავს.
„არასდროს ვლაპარაკობ ამ თემაზე! 41 თუ 5 თუ 2, თუ… ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტიური განხილვა ხდება ამაზე ჩემ სამარეულოში.
ვკამათობთ, ვბჭობთ და ჩვენ საკუთარ შეთქმულების თეორიებს ვაყალიბებთ. ახლა ვიფიქრე 255 ათასი ადამიანი ხართ აქ და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.
არა, არ გეკითხებით ხმას ვის აძლევთ, ეს თქვენი საქმეა, მე კი მაინტერესებს, მაგრამ ასე პირდაპირ „აბა მითხარით“ მეუხერხულება.
მაინტერესებს ზოგადად რას ფიქრობთ, მოგწონთ ყველაფერი? არ მოგწონთ და გინდათ რომ შეიცვალოს? გინდათ რომ შეიცვალოს მაგრამ არ იცით ვისზე? ყველა გაღიზიანებთ? არჩევნებზე წასვლაზე რას ფიქრობთ? იცით ალბათ რომ არ წასვლით, თქვენი ხმა არ იკარგება, თქვენი ხმა მაინც ითვლება.
კორონას გამო არ მიდიხართ, თუ მაინც მიდიხართ?
არ გეგონოთ, ეს რაღაც პროპაგანდა პოსტი ან კვლევითი სახის გამოკითხვა, ჩემთვის მაინტერესებს.
მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, თქვენიც მაინტერესებს ძალიან!“- წერს კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში.