“6 წლიან ციხეს უპირებენ … შურისძიების საქმე, პანკისის ხეობაში…პანკისელი ვეგონე”

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თელავის სასამართლოში ვართ, იმ ახმეტელი კაცის პროცესია კანაფის მოყვანისთვის 6 წლიან ციხეს რომ უპირებენ
ამ პროცესს დაემთხვა სხვა პროცესი, რაღაც შურისძიების საქმე, პანკისის ხეობაში, და სასამართლოს ეზო დაგვხვდა პოლიციელების ალყაში
ჰოდა, არ მიშვებდნენ ეზოში, უფროსს დაუძახეს, მერე მივხვდი – პანკისელი ვეგონე