“91-ივემ იცის, რომ მელიას სამართლიანი სასამართლო არ ექნება. ჰკიდიათ! როგორ შეიძლება ეს ბუმერანგივით არ მოხვდეთ თავში” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მელიას დღევანდელი საქციელი აღნიშვნის ღირსია – ეგაა ზუსტად მისი პრობლემა, ძალიან კარგად იცის, კარგად და სწორად როგორ უნდა მოიქცეს, უბრალოდ, ხშირად სხვა არჩევანს აკეთებს.
ძალიან მძიმე დღე იყო ქართული პარლამენტის ისტორიაში. 91-მა მონამ დააჭერინა კოლეგა იმ ქმედებისთვის, რასაც 30 წელია სჩადის ქართული ოპოზიცია და არავინ დაუჭერიათ.
91-ივემ იცის, რომ მელიას სამართლიანი სასამართლო არ ექნება.
ჰკიდიათ!
როგორ შეიძლება ეს ბუმერანგივით არ მოხვდეთ თავში.
არ დადნება ციხეში მელია – თუ ჭკუა აქვს, სათავისოდაც გამოიყენებს, დაფიქრდება ბევრ რამეზე.
აი თქვენ რა გეშველებათ?